საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 8055

ფაქტი 8055

1920 წლის 6 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ თბილისის საქონლის სადგურიდან 23 ტომარა სიმინდის ფქვილი გაიტანეს. ამ საქმეზე რკინიგზის მილიციამ შეიპყრო ამავე სადგურზე მომუშავე მწონავი სპირიდონ ჯავახიშვილი, უფროსი მუშა კასიანე მიქაშავიძე, ეზოს დარაჯი ვანო არობელიძე და სარგის ოთაროვი. მათ დანაშაული აღიარეს.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 8055; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .