1920 წლის 20 ივნისს სოფ. მუხრანში ადგილობრივი თემის გამგეობის თავმჯდომარის, ა. დონდოლაძის ინიციატივით შემდგარმა სცენის მოყვარეთა გუნდმა წარმოადგინა ყაზბეგის „არსენა“ და გრიშაშვილის „ტიმოთეს ლეღვი“. უადგილობის გამო ცოტა ბილეთი გაიყიდა და მხოლოდ 5000 მან. შეგროვდა.

წყარო: ერთობა, 1920 | 2 ივლისი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს სსრ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის არქივი