საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 8134

ფაქტი 8134

1920 წლის 4 ივლისის „ერთობის“ ცნობით, იუსტიციის სამინისტრომ ბათუმში გაგზავნა სასამართლო პალატის პროკურორის მოადგილე ა.კ. ყანჩელი ბათუმისა და ოლქის დროებითი სასამართლოების საქმეების ჩასაბარებლად და ციხეების მისაღებად, ფინანსთა სამინისტრომ – საბიუჯეტო-სახაზინო ნაწილის დირექტორი ა. ი. კანდელაკი ფინანსურ დაწესებულებათა მოსაწყობად და პირდაპირი გადასახადების სამმართველოს განყოფილების უფროსი სვანიძე და გუნცაძე – საბაჟო და სააქციზო ნაწილების მოსაწყობად. კანდელაკთან ერთად წავიდნენ ფინანსთა მინისტრის საბჭოს წევრები ვ. მიქაძე და ს. ბაქრაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 8134; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .