საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 8206

ფაქტი 8206

1920 წლის 27 ივლისს თბილისში გაიხსნა სრულიად საქართველოს მეორე საეკლესიო კრება. „ერთობაში“ დაიბეჭდა მიმართვა კრებისადმი. ხელისმომწერნი აღნიშნავდნენ, რომ კრებამ რესტავრაცია გაუკეთა რუსულ ეკლესიურ წეს-წყობილებას. სასულიერო პირთა ნაწილი კრების შედეგების პასუხისმგებლობისგან თავს ითავისუფლებდნენ და საკითხის მსჯავრის დასადებად მორწმუნეთა წრეში გადატანას ითხოვდნენ. მიმართვას ხელს აწერდნენ: დეკანოზები: ეპიფანე ჩხაიძე, ს. ლეკვეიშვილი, გ. ბარათაშვილი, ზ. ცინცაძე, გ. ჯაველიძე; მღვდლები: მ. კუხალეიშვილი, დ. გოგოხია, ი. გულდიანი, ტ. ჯოხთაბერიძე; ერისკაცნი: ა. ჯიმშელეიშვილი, დ. მასხარაშვილი, ვ. კოზოგლაძე, მიხეილ ტყემალაძე, ვ. ბათიაშვილი, ა. ციხისტოვი, ლ. გურამიშვილი, ზ. ზირაქაშვილი, ზ. ჯინჭველაძე, ა. ახალშენიშვილი, ვ. მაგაგალაძე, დ. ნახუცრიშვილი, თომა მეგრელიშვილი, ქ. ციცქიშვილი, გრ. ლომინაძე, ვლ. ფოფხაძე, გ. გრიგოლია.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 8206; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .