1919 წელს აკაკი ჩხენკელი უცხოეთშია და მუშაობს საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობაზე. ამავე დროს ის ესწრება, როგორც საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის დელეგატი, სოციალისტური ინტერნაციონალის პირველ (ომის შემდეგ) კონფერენციას ბერნში, სადაც საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია დამოუკიდებელ სექციად იქნა აღიარებული და მიღებულ იქნა პირველი რეზოლუცია საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობის შესახებ.

წყარო: აკაკი ივანეს ძე ჩხენკელის ბიოგრაფია | 1921-1921
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი