დეკანოზი ივანე ჩხენკელი 1917 წლის 7 ნოემბერს შვილს, აკაკი ჩხენკელს სწერდა წერილს, რომელშიც ულოცავდა გამოჯანმრთელებას და ატყობინებდა, რომ იმყოფებოდა უბისაში. ახლა სწერდა ხობიდან, სადაც დარჩენა სურდა. ამცნობს მის დეკანოზად კურთხევას კათალიკოს- პატრიარქ კირიონის მიერ და მადლობას უხდიდა პეტროგრადიდან გამოგზავნილი მოკითხვის ბარათის გამო. ასევე ატყობინებდა, რომ ინახულა ექიმმა უ. ბარსულაძემ და გამოგზავნილი წამლებიც მიიღო.

წყარო: აკაკი ჩხენკელის მამის დეკანოზ ივანე ჩხენკელის ორი წერილი შვილის – აკაკისადმი | 1917-1918
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი