საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 8346

ფაქტი 8346

„ერთობა“ იუწყება, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბაქოში მყოფი დიპლომატიური წარმომადგენლის, ექიმ ალშიბაიასგან მიიღო დეპეშა, რომ 12 ივლისს, 5 საათზე, ჩავიდა ბაქოში, სადაც მას დახვდნენ: მე-11 ლაშქრის სარდალი ლევანდოვსკი, სამხედრო საქმეთა სახალხო კომისარი კარაევი, გზათა სახალხო კომისარი, ბაქოს კომენდანტი, შრომის კომისრის მოადგილე ტურაევი. 13 ივლისს კი მან ინახულა რევკომის თავმჯდომარე ნარიმანოვი და საგარეო საქმეთა კომისარი ჰუსეინოვი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 8346; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .