1920 წლის 5 ივლისს გამართულ რკინიგზელთა პროფ. კავშირების კონფერენციის სხდომას დაესწრო მიწვეული გზათა მინისტრი ნ. ხომერიკი, შრომის მინისტრის მოადგ. ა. ბახტაძე და გზის უფროსი კანდელაკი. ხომერიკმა ისაუბრა N17 ბრძანების შესახებ, რომლის თანახმადაც რკინიგზის ხარჯებს რამდენიმე მილიონი დაემატა, და მუშების ძალიან ცუდ მდგომარეობაზე; გაიმართა კამათი 8-საათიანი სამუშაო დღის შემოღების შესახებ.

წყარო: ერთობა, 1920 | 20 ივლისი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა