1918 წლის 29 ოქტომბერს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების სამინისტრო თბილისის ქალთა მე-6 გიმნაზიის დირექტორს მათდამი რწმუნებულ გიმნაზიაში პირველი ნოემბრიდან ქართული ენისა და საქართველოს ისტორიის მასწავლებლად ხარკოვის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებული კონსტანტინე შამშეს ძე აბულაძის დანიშვნის შესახებ სწერდა. დოკუმენტს ხელს კანცელარიის დირექტორი მიქაბერიძე და საქმისმწარმოებელი ბერძენიშვილი აწერდნენ.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | კონსტანტინე შამშეს ძე აბულაძის პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი