საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 8666

ფაქტი 8666

1920 წლის 15 ივლისს ახალსენაკში შეხვდნენ ფრონტიდან დაბრუნებულ გვარდიელებს. მათ მიმართა შტაბის თავმჯდომარე ევტროფი გოგავამ, ერობის სახელით – პ. ქავთარაძემ და ქალაქის თვითმართველობის სახელით – გ. ჯაკობიამ. შემდეგ მოინახულეს აზერბაიჯანის ფრონტზე დაცემული პლ. ხუბუტიას, ქოჩო გუგუშვილისა და ვალიკო გოგოლაშვილის საფლავები. სიტყვა წარმოთქვა ახალგაზრდა გვარდიელმა აკაკი კალანდარიშვილმა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 8666; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .