საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 8671

ფაქტი 8671

1920 წლის 11 ივლისს ბათუმის შემოერთების აღსანიშნავად თიანეთში გაიმართა მრავალრიცხოვანი მიტინგი, რომელიც გახსნა სოციალ-დემოკრატიული პარტიის სამაზრო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაპავამ. სიტყვები წარმოთქვეს: თიანეთის სამაზრო ერობის მუშა-მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარემ შარაშიძემ, სოციალისტ-ფედერალისტთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა ვ. ჯიბლაძემ, სახალხო გვარდიის წარმომადგენელმა კ. ბრეგვაძემ, ამხ. ჩაჩიბაიამ და ნ. სოზორმა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 8671; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .