საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 8705

ფაქტი 8705

„ერთობაში“ გამოქვეყნდა სამხედრო მინისტრ გრიგოლ ლორთქიფანიძის 1920 წლის 22 ივლისის ბრძანება რესპუბლიკის ჯარებისადმი იმის შესახებ, რომ 1919 წლის იანვრის დასაწყისში დაარსებულ ფრონტის დამხმარე მთავარ კომიტეტში გაერთიანებული არიან: დამფუძნებელი კრების სამხედრო კომისიის წევრები – ნ. იმნაიშვილი, სამხედრო სამინისტროდან – ტიტე ართმელაძე, გვარდიის ექიმი ე. ცინცაძე, პროფესიული კავშირებიდან – ფანცხავა, დაჭრილთა და დასახიჩრებულთა კავშირიდან – მუსელიანი, ვაჭარ-მრეწველთა – ლაღიძე, რკინიგზის – ს. დოლიძე და ნინო განაშვილისა, ელიავასი, რამიშვილისა, კიკვაძისა და ბახტაძისა სერ. ჟორჟოლიანის თავმჯდომარეობით. კომიტეტმა ფრონტზე მყოფ მეომართათვის ბევრი რამ გააკეთა. მინისტრი მხედრობის სახელით მადლობას უხდის კომიტეტს და ყველას, ვინც ხელი შეუწყო ფრონტის გაძლიერებას.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 8705; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .