1919 წლის 10 სექტემბერს ქართულ კლუბში, თბილისში, სტუმრად მობრძანებულ აზერბაიჯანის მთავრობის თავმჯდომარის ნასიბ-ბეკ უსუბეკოვის პატივსაცემად გაიმართა რაუტი. მას დაესწრნენ აზერბაიჯანის მთავრობის წევრები, აჭარის წარმომადგენლები (მამედ ბეგ აბაშიძე, ჯამალ ბეგ ხიმშიაშვილი) და სხვ. სტუმრებს საქართველოს მთავრობის წევრები და თავმჯდომარე ნოე ჟორდანია შეხვდნენ.

წყარო: საქართველოს რესპუბლიკა, 1919 | 13 სექტემბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა