საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 8739

ფაქტი 8739

1919 წლის 4 თებერვალს განათლების სამინისტრომ რკინიგზის სამმართველოს სასწავლო ნაწილის გამგეს აცნობა, რომ რაჟდენ ქრისტეფორეს ძე აბულაძე არ დაამტკიცეს სამტრედიის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის მასწავლებლად, რადგან მას არ ჰქონდა განათლების სათანადო ცენზი, რომელიც სამინისტროს მის თანამდებობაზე დამტკიცების უფლებას მისცემდა. ხელს აწერენ მთავარგამგე გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძე და საქმისმწარმოებელი ლ. ჩიმაკაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 8739; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .