საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 8740

ფაქტი 8740

1918 წლის 24 ოქტომბერს დაბალი სასწავლებლების მთავარგამგემ სამტრედიის რკინიგზის სამმართველოს სასწავლო განყოფილებას გაუგზავნა 19 ოქტომბრის N1936 შუამდგომლობა არჩეული მასწავლებლების თანამდებობაზე დამტკიცების შესახებ და აუწყა, რომ შუამდგომლობაში აღნიშნული თითოეული პირის შესახებ საჭირო იყო ცნობები, განათლების ცენზი და ნამსახურეობითი სია. ნამსახურეობითი სია შეეძლოთ წარმოედგინათ ორიგინალის ან დამოწმებული სახით. ხელს აწერდნენ მთავარგამგის ნაცვლად ვუკოლ მიხეილის ძე ბერიძე და საქმისმწარმოებელი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 8740; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .