1920 წლის 12 ივნისს ბაქოს „ჩრეზვიჩაიკამ“ 49 კაცს მიუსაჯა სიკვდილით დასჯა. 26 ივნისამდე ბაქოში დახვრიტეს ქართველი ოფიცრები: პოლკოვნიკი ნიკოლოზ თუმანოვი, გენერალი ა. გ. მაყაშვილი და კორნეტი ა. თოფურიძე, რომელიც საგანგებო მინდობილობათა მოხელედ მსახურობდა ბაქოს „საგრადონაჩალნიკთან“.

წყარო: ერთობა, 1920 | 8 ივლისი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს სსრ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის არქივი