საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 899

ფაქტი 899

1918 წლის 4 ივნისის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართული კლუბის საზაფხულო შენობაში გაიმართა ქართველ ვაჭარ-მრეწველთა კრება, რომელსაც 200-მდე ადამიანი დაესწრო. კრება გახსნა თავმჯდომარე იასონ ლორთქიფანიძემ, ესწრებოდნენ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მთავარი კომიტეტის წევრები: ალექსანდრე ასათიანი, იოსებ მაჭავარიანი და შალვა ქარუმიძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 899; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .