საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 8992

ფაქტი 8992

1917 წელს ქ. სამტრედიაში ჩამოყალიბდა ქალთა კავშირი., რომლის წევრმა ქალებმა უამრავი დაბრკოლება გადალახეს, ზოგს საყვედური გამოუცხადეს, ზოგს პარტიიდან გარიცხვით დაემუქრნენ, მაგრამ მათ გააგრძელეს ბრძოლა, მიუხედავად იმისა, რომ არ ჰქონდათ ფული, ბინა ქალთა კლუბისათვის, ბეჭედი და ა. შ. ამისათვის გამგეობამ მოიწვია ქალთა უფლებებისათვის მებრძოლი კატო მიქელაძე, რომელმაც ლექცია წაიკითხა და შემოსული თანხის ნახევარი, 80 მანეთი სამტრედიის ქალთა კავშირს გადასცა. შემდეგ გამგეობამ სხვა საღამო მოაწყო, რომლიდანაც შემოვიდა 495 მანეთი. თუმცა ამ კავშირის არსებობას გამოუჩნდნენ ქალთა უფლების მტერი მამაკაცები, ასევე ორი ქალი ეწინააღმდეგებოდა ქალთა კავშირის დაფუძნებას, მათ წევრთა სია წაიღეს, რათა დაებეზღებინათ ისინი პარტიაში.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 8992; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .