საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 8995

ფაქტი 8995

ევგენი ჟარკოვსკის სტატიაში, რომელსაც „ვოლნი გორეცის“ 1919 წლის №1 აქვეყნებს, გამორჩეული ადგილი ეთმობა გროზნოს პროლეტარიატის შეცდომებსა და მათ საბედისწერო შედეგებს, სახელდობრ: რევოლუციის დასაწყისში კავკასიელ მთიელებსა და ჯარისკაცებს შორის არსებული კეთილგანწყობა ძირფესვიანად შეიცვალა მას შემდეგ, რაც კავკასიის ფრონტიდან დაბრუნებულმა ჯარისკაცებმა ჩეჩნებს (გროზნოში) და ინგუშებს (ვლადიკავკაზში) ჟლეტა მოუწყვეს. ვიდრე გროზნოში ჩეჩენთა სახალხო საბჭოს სათავეში ბატონი მუტუშევი ედგა, ეს არასოციალისტი, მაგრამ ლიბერალი ადამიანი ახერხებდა ნებისმიერი არეულობის მშვიდობიანად მოგვარებას, მაგრამ მას შემდეგ, რაც პოლიტიკურ არენაზე ბატონი ყურუმოვი გამოჩნდა, დაპირისპირება გამწვავდა და ანარქიად გადაიქცა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 8995; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .