საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 9009

ფაქტი 9009

1920 წლის 11 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ ანანურ-ფასანაურის ახლოს, ხეობაში, დათარეშობდა ყაჩაღთა ბრბო, რომელიც თავს ესხმოდა სამხედრო გზაზე ავტომობილებს. ჯგუფმა მილიციის უფროსის თანაშემწის, ანთელავას და ფასანაურის თემის მილიციის უფრ. ნაზღაიძის ხელმძღვანელობით 6 ივლისს სეფ. ზემო ხორხში (დუშეთის მაზრა) კვალს მიაგნეს და შეტაკებისას მოკლეს ყოფ. მილიციელი ივანე ბურდული და დაიჭირეს: მახრა ჯირკალიძე, გიორგი ჯირკალიძე, ნიკო კოწინაშვილი, ფილიპე მადურაშვილი. გაიქცა ბიწინწურა კოწიწაშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 9009; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .