საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 9019

ფაქტი 9019

1920 წლის 11 აგვისტოს „ერთობაში“ დაბეჭდილი სამხედრო მინისტრის გრ. ლორთქიფანიძის ბრძანებაში რესპუბლიკის ჯარებისადმი ნათქვამი იყო: 28 ივლისს სანაპიროს ოთხ ჯარისკაცს ზემდეგ მამულიშვილის მეთაურობით შეუნიშნავთ, რომ შეიარაღებული შიხლელი თათრები საზღვარგარეთ მიერეკებოდნენ საქონელს და ჯარისკაცებისთვის სროლა აუტეხავთ. ერთი მოუკლავთ, ერთი დაუჭერიათ და საქონელი წაურთმევიათ. მინისტრი მოვალეობის შესრულებისთვის აჯილდოებს ზემდეგ მამულიშვილს 1000 მანეთით, ხოლო ჯარისკაცებს – 500-500 მან-ით.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 9019; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .