საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 9024

ფაქტი 9024

1920 წლის 11 აგვისტოს „ერთობაში“ ნათქვამია, რომ ნინო მერაბ ლორთქიფანიძის ასული თავდგირიძისა დაარსებიდან განაგებდა ქუთაისის ეპარქიის დედათა სასწავლებელს, საიდანაც თბილისში იმავე თანამდებობაზე გადმოიყვანეს. მან თავისი მამული (სასკოლო მიწა აჭარაში და ტყე აცანაში) აკეთის სკოლას იმ პირობით შესწირა, რომ საზოგადოებას იქ სამეურნეო სასწავლებელი გაეხსნა, რაც მის სიცოცხლეში ვერ მოესწრო.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 9024; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .