1919 წლის 16 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, გენერალ-ლეიტენანტ ილია ოდიშელიძეზე თავდასხმის გამო აზერბაიჯანის მთავრობის თავმჯდომარემ ნასიმ-ბეკ უსუბეკოვმა, გენერლებთან მეხსანდაროვთან, მატვეი ალექსანდრეს ძე სულკევიჩთან, ალი-აღა ისმაილ აღას ძე შიკლინსკისთან და ვასილ კარგარეთელთან ერთად ნოე ჟორდანიას თანადგომის დეპეშა გამოუგზავნა.

წყარო: საქართველოს რესპუბლიკა, 1919 | 16 სექტემბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა