1918 წლის 25 თებერვლის „ერთობა“ იუწყება, რომ თელავში, ისევე როგორც სხვა დაბა-ქალაქებში, შიმშილობა დაიწყო, მასთან ბრძოლა სასურსათო კომიტეტებმა იკისრეს, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ქალაქისთავმა კ. ანდრონიკაშვილმა რამდენჯერმე მიმართა მდიდრებს მოწოდებით ღარიბების დახმარების შესახებ.

წყარო: ერთობა, 1918 | 25 თებერვალი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს სსრ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის არქივი