საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 9205

ფაქტი 9205

1918 წლის 27 სექტემბერს გაიმართა ეროვნული საბჭოს სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ მიხეილ ფაჩუაშვილი, ივანე ჩერქეზიშვილი, პავლე საყვარელიძე, სპირიდონ კედია, ირაკლი წერეთელი, გრიგოლ ვეშაპელი, რევაზ გაბაშვილი, აკაკი ფაღავა. დადგინდა, საშუალო და დაწყებით სასწავლებელში ქართული ენის სწავლება სავალდებულო ყოფილიყო. ასევე საქართველოს ისტორიის სწავლება სავალდებულო უნდა ყოფილიყო არაქართველთათვისაც, მაგრამ ვინაიდან მოსწავლეებმა ქართული არ იცოდნენ, დროებით შეეძლოთ რუსულად ესწავლათ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 9205; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .