1918 წლის დეკემბერში ნიკოლოზ ჩხეიძის თავმჯდომარეობით საქართველოს პარლამენტში გაიმართა კრება, სადაც პარლამენტის წევრებმა განიხილეს სხვადასხვა საკითხი. პირველი და მთავარი საკითხი საქართველოს რაიონებში უმაღლესი სასწავლებლის გახსნის აუცილებლობას ეხებოდა. ასევე განიხილეს კანონ-პროექტი, რომლის მიზანი იყო, ფულადი დახმარება გაეღოთ მოქალაქეებისათვის და გარკვეული სესხი გადაეცათ თბილისის თვითმმართველობისათვის, რომელიც ქალაქის ხარჯებისთვის იყო საჭირო.

წყარო: სახალხო საქმე, 1918 | 1 დეკემბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს სსრ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის არქივი