1918 წლის 28 მარტს აკაკი ჩხენკელი სწერს კონფიდენციალურ წერილს ბათუმში სიმაგრის კომენდანტს მთავრობის თავმჯდომარე ევ. გეგეჭკორისათვის, ხოლო ასლების მინისტრ რამიშვილისა და ჟორდანიასათვის გადასაცემად, რომელშიც ამცნობს მოწინააღმდეგის პოზიციის ვარაუდს და სთხოვს, შეაჩერონ საომარი მოქმედებები. დოკუმენტის სისწორეს ადასტურებს მ. თუმანოვი.

წყარო: აკაკი ჩხენკელის დეპეშები ტრაპიზონიდან თბილისში ევ. გეგეჭკორისადმი და ბათუმის სიმაგრის კომენდანტ გენერალ მდივნისადმი, მოლაპარაკებათა მსვლელობისას თურქეთის ჯარების საქართველოს ტერიტორიაზე მოძრაობის წინააღმდეგ ზომების მიღების შესახებ | 1917-1918
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: ტრაპიზონი
ენა:რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი