საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 9289

ფაქტი 9289

1918 წლის 29 ნოემბერს მოსკოვში მუშათა, გლეხთა და რევოლუციური ჯარის სახელით დროებითმა მთავრობამ მანიფესტი გამოაქვეყნა. ისინი აცხადებდნენ, რომ აღდგა უკრაინის მუშათა და გლეხთა მთავრობა. დროებით გამარჯვებული ბურჟუაზიის მემამულეთა, გეტმანისა და სკოროპადსკის მთავრობა დაემხო, მინისტრები გადააყენეს. აჯანყებულები მოუწოდებდნენ ავსტრია-უნგრეთის მუშებსაც, დაპირისპირებოდნენ თავიანთ მთავრობებს და ძალაუფლება ხელში აეღოთ. მანიფესტს ხელს აწერენ თავმჯდომარე პიატიკოვი და წევრები: ვოროშილოვი, არტიომი, კვირინგი, ავერინი, ზატონსკი და კოციუბინსკე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 9289; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .