1918 წლის 11 აპრილს 18 საათზე აკაკი ჩხენკელი სწერს წერილს ბათუმის სიმაგრის კომენდანტს მთავრობის თავმჯდომარე ევ. გეგეჭკორისათვის, ჟორდანიასათვის, წერეთლისათვის და რამიშვილისათვის გადასაცემად, რომელშიც აღნიშნავს, რომ თურქები მყარად დგანან ულტიმატუმზე და ბრესტის ხელშეკრულების მიღებამდე არაფერზე საუბარი არ სურთ. თუ ბათუმი იარაღის ძალით იქნა აღებული, თურქეთი შეიძლება არ შეჩერდეს, თან თბილისისკენ გზა არდაგანზე გახსნილიაო.

წყარო: აკაკი ჩხენკელის დეპეშები ტრაპიზონიდან თბილისში ევ. გეგეჭკორისადმი და ბათუმის სიმაგრის კომენდანტ გენერალ მდივნისადმი, მოლაპარაკებათა მსვლელობისას თურქეთის ჯარების საქართველოს ტერიტორიაზე მოძრაობის წინააღმდეგ ზომების მიღების შესახებ | 1917-1918
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: ტრაპიზონი
ენა:რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი