1920 წლის 8 სექტემბრის „ერთობა“ ბეჭდავს ბაქოში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა გვარებს, რომელთა შესახებაც საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჰკითხა საქართველოს წარმომადგენელს ბაქოში: პეტრე პავლეს ძე ანდრეევსკი მუშაობს ფოსტა-ტელეგრაფის სამმართველოში. კარგად არის; ვიქტორ ალექსის ძე შალიბაშვილი დაპატიმრებულია განჯაში. საქართველოს წარმომადგენელმა მისი განთავისუფლების შესახებ აღძრა შუამდგომლობა; მიხეილ ხარანოვი განთავისუფლებულია და თბილისში მალე გაემგზავრება.

წყარო: ერთობა, 1920 | 8 სექტემბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა