1919 წლის 26 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ფოთის საკათედრო ტაძარმა ზეიმით გადაიხადა ტაძრის დღესასწაული. წირვისა და პარაკლისის შემდეგ კინოთეატრ „კომეტაში“ დეკანოზმა იოანე ბობოხიძემ წაიკითხა ლექცია სახელმწიფოსაგან ეკლესიის გამოყოფის შესახებ. შეხვედრას ბევრი ხალხი დაესწრო.

წყარო: საქართველოს რესპუბლიკა, 1919 | 26 სექტემბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა