1952 წლის 17 აგვისტოს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ „ამერიკულ კომიტეტში“ მათ მუშაობას მხარს უჭერდნენ: ნოე ცინცაძე, ევგენი გეგეჭკორი, აბდურახმან ავტორხანოვი, კონსტანტინე კრომიადი და სხირტლაძე. 

წყარო: შალვა მაღლაკელიძის წერილი გაიოზ მაღლაკელიძისადმი 1952 | 17 აგვისტო
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: მიუნხენი
ენა:ქართული
დაცულია: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი