საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 9532

ფაქტი 9532

1918 წლის 2 აგვისტოს შედგა განათლების სამინისტროს დაარსებული სამთა კომისიის სხდომა სახელმწიფო უნივერსიტეტის გადაკეთების შესახებ. კრების თავმჯდომარე იყო განათლების მინისტრი გიორგი ლასხიშვილი, დაესწრნენ: განათლების მინისტრის მოადგილე ალექსანდრე მდივანი, პროფესორი ივანე ჯავახიშვილი, პროფესორი პეტრე მელიქიშვილი, სახელმწიფო კონტროლიორი ფილიპე გოგიჩაიშვილი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე კონსტანტინე კანდელაკი, საგანგებო საქმეთა მოხელე შინაგან საქმეთა მინისტრთან დიმიტრი ხოშტარია, საგანგებო ბარათით მოწვეული თბილისის ქალაქისთავი ნიკოლოზ ელიავა სხდომას არ დაესწრო.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 9532; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .