1920 წლის 1 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ მეშვეობით, ისიდორე სოფრომის ძე ვარაზაშვილი, თბილისის ქალთა მე-7 წმ. ნინოს გიმნაზიის დირექტორი ალექსანდრე იოსების ძე წერეთელი და მისი ძმა, შტაბს-კაპიტანი ვლადიმერ იოსების ძე წერეთელი, ალექსანდრა, თამარ, ნიკოლოზ, ელენე, ნინო, ნიკუშა და ოლიკო წერეთლები, თალიკო და სოსიკო ვარაზიშვილები იუწყებიან, რომ მათი ბაბუის , დეკანოზ ნიკოლოზ წერეთლის გასვენება იქნება რკინიგზის სადგურზე სამშაბათს, 30 დეკემბერს, საღამოს 4 საათზე, ხოლო დაკრძალვა სოფელ ცხრუკვითში, პარასკევს, 2 იანვარს.

წყარო: საქართველო, 1920 | 1 იანვარი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა