საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 964

ფაქტი 964

1918 წლის 22 ივნისის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სასურსათო მაღაზიის დაწვის გამო დააპატიმრეს და ციხეში ჩასვეს შტაბის კაპიტანი გიორგი ოზოლი, პუგალევინი, კირევიჩი და სხვ. ამ პირებმა ცეცხლი გააჩინეს და მთავრობის წარმომადგენელთა მისვლის დროს რაიონის სხვადასხვა ადგილას ატეხეს სროლა, რათა ადმინისტრაციისათვის გზა აებნიათ და ცეცხლის გაჩენის ნამდვილი მიზეზი დაემალათ.

წელი:
1918
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ნასამართლეობა
წყარო:
საქართველო, 1918 | 22 ივნისი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 964; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .