1920 წლის 12 თებერვლის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრის მოადგილის ნოე ცინცაძის N 31 ბრძანების თანახმად, განათლების სამინისტროს კანცელარიის გაეროვნულების გამო ბუღალტრის თანამდებობის აღმასრულებელი სერგი იაკობის ძე აზარაპეტოვი 1920 წლის პირველი იანვრიდან შტატგარეშე დარჩა. ბრძანებას ხელს აწერს ნოე ცინცაძე, დედანთან სისწორეს ხელმოწერით ადასტურებს საქმისმწარმოებელი ივანე ეპიტაშვილი.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | სერგი იაკობის ძე აზარაპეტოვის პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:რუსული, ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი