1920 წლის 13 ივნისს, 18. 00  სთ-ზე ექიმი ალშიბაია – საქართველოს დიპლომატიური წარმომადგ. (რომელიც დროებითი ზავის ძალით  29 მაისს ციხიდან გაათავისუფლეს) დაბრუნდა ბაქოში, ინახულა საგარეო საქმეთა კომისარი ჰუსეინოვი და მან ცნო საქართველოს ოფიც. წარმომადგენლად. იმ დღიდან მან ყველა ზომას მიმართა საქართველოს,დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა თუ პოლონეთის ქვეშევრდომთა სიცოცხლის და ქონების დასაცავად. გაათავისუფლებინა და სამშობლოში გამოგზავნა 80-მდე სამხედრო ტყვე და განჯის რაიონის ოფიცერი. 

წყარო: ერთობა, 1920 | 20 ივლისი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა