1919 წლის 5 სექტემბერს მთავარგამგე სერგი იოსების ძე დანელიამ და საქმისმწარმოებელმა ნიკოლოზ ივლიანეს ძე აბესაძემ თბილისის ვაჟთა მე-3 გიმნაზიის დირექტორს აცნობეს, რომ მისდამი რწმუნებულ სასწავლებელში ვაჟთა პირველი გიმნაზიიდან ბუნებისმეტყველებისა და გეოგრაფიის მასწავლებლად სერგეი გრიგორის ძე ალდადანოვი გადაიყვანეს.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | სერგი ალდადანოვის პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი