1918 წლის 30 აგვისტოს სახალხო განათლების მინისტრის ბრძანებით, თბილისის ქალთა მეექვსე გიმნაზიის პედაგოგ ელენე ბუტულოვს 1904-1910 წლებში ქუთაისის მარიამ ყაუხჩიშვილის სახელობის კერძო გიმნაზიაში პედაგოგად ნამსახური წლები პენსიის მისაღებად ჩაუთვალეს.

წყარო: განათლების მინისტრის ბრძანებები | 1918-1921
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი