საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 9911

ფაქტი 9911

1918 წელს ტრაპიზონის კონფერენციაზე ოტომანთა დელეგაცია მიუღებლად თვლიდა ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულების ბათილად ცნობას ამიერკავკასიასთან მიმართებაში. მოითხოვდა ოფიციალურად განსაზღვრულიყო მმართველობის ფორმა, ამიერკავკასიის ტერიტორია, სახელმწიფო ენა და რელიგია; გარდა ამისა, ზუსტად უნდა განსაზღვრულიყო ამიერკავკასიის ხელისუფლების პოზიცია ოტომანთა იმპერიისადმი. დოკუმენტს ხელს აწერენ: თავმჯდომარე ა. ჩხენკელი და საქმეთა მმართველი მ. თუმანოვი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 9911; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .