1920 წლის 20 მარტს ფოთის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორმა განათლების სამინისტროს უმაღლესი და საშუალო სკოლების მთავარგამგეს აცნობა, რომ გიმნაზიის რუსული განყოფილების ისტორიის მასწავლებელმა კლავდია ალექსეევამ პირველი მარტიდან სამსახურს თავი დაანება. მან მიზეზად მცირე ანაზღაურება დაასახელა. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი და საქმისმწარმოებელი ა. დობორჯგინიძე.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | კლავდია კონსტანტინეს ასულ ალექსეევა-ხორონენკოს პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:რუსული, ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი