რეგისტრირებული ფაქტები72240
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1877
ტიპი: მფლობელობა
1877 წლის 31 იანვრის გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა სტამბოლიდან მოსული ცნობა, რომ გობართ-ფაშას სამხედრო ხომალდებზე რუსების თავდასხმა წარუმატებლად დამთავრდა, რის შემდეგაც ოსმალებმა სოფელი გრიგოლეთი გადაწვეს.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 23 ივლისს საქართველოს ცენტრ. კოოპერატიული კავშირი მუშათა ცენტრის კლუბში (პლეხანოვის პრ. N123) გამართავდა პირველ კორპორატიულ საღამოს, რომელზეც იოსებ ირემაშვილი წაიკითხავდა მოხსენებას „მუშათა კორპორაციის განვითარება დასავლეთ ევროპაში“, ალექსანდრე ერქომაიშვილი კი – თბილისის კოოპერაციის შესახებ.
1877
ტიპი: მფლობელობა
1877 წლის 31 იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, გენერალი რადეცკი თავს დაესხა შიპკოში მდებარე ოსმალთა ლეგიონს და ტყვედ აიყვანა 41 ბატალიონი და 10 საარტილერიო დანაყოფი.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წელს გაზეთ „დროების“ ცნობით, მხატვარმა პრემმაციმ პეტერბურგში გამოფენა მოაწყო. დიდი ყურადღება დაიმსახურა კავკასიის თემაზე შექმნილმა ტილოებმა: „დარიალის ხევი“, „ერევნის ქურთი“, „ახალციხელი სომეხი“, „ქართველი მებატონე“ და „ქართველი თავადის ცოლი“.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 4 ნოემბერის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თბილისის სასანიტარო აღმასრულებელი კომისიის მუშაობაში პოლიცმეისტერი ლ. პ. მასტიკცი და მოურავი გ. გ. ევანგულოვი მონაწილეობდნენ.
1898
ტიპი: ნასამართლეობა
1898 წლის 4 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გორის ბოქაულის თანაშემწე თ. ჯავახიშვილმა ძარცვაში ბრალდებულები ნაგი-კურბან-ოღლი და აბდულ-ქაირალი-ოღლი დააკავა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 4 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ინჟინერმა სულპიცკიმ ქუთაისის გუბერნიაში ნავთის საბადოები აღმოაჩინა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 5 ნოემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა სუფსის მეეტლეთა ამხანაგობის გამგის, ბ. შ. კომახიძის განცხადება, რომ სუფსის რკინიგზის სადგურში ეტლები მატარებლების განრიგის შესაბამისად იმოძრავებდნენ.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 3 ნოემბერს თბილისის ოლქის სასამართლომ განიხილა თ. შ. ტუსიშვილის, ვლადიმერ ბარათაშვილისა და ალექსანდრე შმოვანოვის საქმე, რომელთაც დავით გაბაშვილის მკვლელობაში ედებოდათ ბრალი.