სოლომონ ზაალის ძე ჟორჟოლიანი

1924 წლის აჯანყების მონაწილე

1924 წელს დაპატიმრებული სოლომონ ზაალის ძე ჟორჟოლიანის საქმის მიხედვით, დიდ ჯიხაიშში ის ხელმძღვანელობდა ორგანიზაციას, რომლის წევრებიც იყვნენ: სერგო პლატონის ძე ცაგარეიშილი, ლორთქიფანიძე, რომლის სახელიც არ ახსოვდა, ალექსანდრე სანაძე, რომელიც ვაჭრობდა დიდ ჯიხაიშში და ა.შ. სულ იყვნენ ცხრანი.

წყარო: სოლომონ ზაალის ძე ჟორჟოლიანის საქმე | N 25 257
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართულ-რუსული
დაცულია: საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი