ალექსანდრე (საშა) გიორგის ძე ჯანდიერი

სამხედრო პირი, 1924 წლის აჯანყების მონაწილე

დაკავებული ალექსანდრე გიორგის ძე ჯანდიერი პირველად დაკითხეს 1924 წლის 7 მარტს თელავის პოლიტბიუროში. ის აღიარებდა, რომ ადრესატებს გადასცემდა წერილებს ქაქუცა ჩოლოყაშილის დავალებით, უარყოფდა ბანდისთვის ტანსაცმლისა და აუცილებელი ნივთების შეძენას. მან დაასახელა რამდენიმე ადამიანი.

წყარო: ალექსანდრე გიორგის ძე ჯანდიერის საქმე | N24 307
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართულ-რუსული
დაცულია: საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი