ნიკოლოზ ჯავახიშვილი

მდივანი, მღვდელი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1933 წლის 5 ოქტომბერს საქართველოს მუზეუმის დირექტორმა გიორგი ჩუბინაშვილმა მუზეუმის თანაშრომლის, ქრისტინე შარაშიძის დაბადების ცნობა გასცა. ცნობით დამოწმებულია, რომ ქრისტინე შარაშიძე დაიბადა 1889 წლის 5 იანვარს გურიაში, ოზურგეთის რაიონის სოფელ ბახვში. ცნობას ხელს აწერენ საქართველოს მუზეუმის დირექტორი გიორგი ჩუბინაშვილი და მდივანი ნ. ჯავახიშვილი.

წყარო: ცნობა ქრისტინე შარაშიძის დაბადების შესახებ გაცემული საქართველოს მუზეუმის დირექტორის მიერ, 1933 | 5 ოქტომბერი
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი