ი. აკულოვი

სსრ კავშირის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის მდივანი

1935 წლის 25 ივნისს სსრკ ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმმა დაადგინა დაეკმაყოფილებინა ყოფ. პოლიტკატორღელთა და გადასახლებულთა საზოგადოების საბჭოს პლენუმის 23 ივნისის გადაწყვეტილება საზოგადოების ლიკვიდაციასთან, მისი ქონების გადაცემასთან და საზოგადოების ყოფილი წევრებისათვის შემდგომი სახელმწიფო დახმარების ფორმათა საკითხის დამუშავებასთან დაკავშირებით. დაარსდა კომისია შემდეგი შემადგენლობით: აკულოვი (თავმჯდომარე), ეჟოვი, კოროჩკინი, იაროსლავსკი, პეტერსი, ნაგოვიცინი.

წყარო: კომუნისტი, 1935 | 28 ივნისი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა