კონსტანტინე ბიძინას ძე გაბარაშვილი (კ. გაბარაშვილი)

ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის ქალთა გიმნაზიის დირექტორი

1919 წლის 25 მარტს სახალხო განათლების სამინისტრომ გაუგზავნა შეტყობინება ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის ქალთა გიმნაზიის დირექტორს, კ. გაბარაშვილს, იმის შესახებ, დააკმაყოფილა თუ არა მან მინისტრის ამხანაგის განკარგულება აგრაფინა ბახტაძის უფროს ქალად დანიშვნის შესახებ.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | აგრაფინა ლაზარეს ასულ ბახტაძის პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი