ნ. დელბიში

ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის ქალთა გიმნაზიის მოსწავლე

1919 წლის 14 ივნისს კონსტანტინე გაბარაშვილმა განათლების სამინისტროს ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის ქალთა გიმნაზიის სანიმუშო მოსწავლეების: ე. დევიძის, ნ. ბერულავას, ნ. ცაგარეიშვილის და ნ. დელბიშის საზღვარგარეთ სასწავლებლად გასამგზავრებელი სტუდენტების სიაში ჩაწერა სთხოვა.

წყარო: შუამდგომლობები განათლების სამინისტროსადმი სოფელ ველევის (რაჭა) სკოლისთვის ხე-ტყის უფასოდ დათმობის, საზღვარგარეთ სპეციალური სწავლის მისაღებად სამტრედიის ქალაქის კანდიდატის არქიპო ახობაძის შესახებ, დებულება საყოველთაო სწავლების შემოღების შესახებ | 1918-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი