ელენე ბუტულაშვილი

ბოდბის ქალთა საოსტატო სემინარიის დირქტორი

1920 წლის დეკემბერში ბოდბის ქალთა საოსტატო სემინარიის დირექტორმა ელენე ბუტულაშვილმა, რომელსაც სამინისტრომ დამატებით ბოდბის ქალთა უმაღლესი დაწყებითი სკოლის გამგებლობაც მიანდო, რისთვისაც მას ეკუთვნოდა დამატებითი გასამრჯელო, მიმართა სახელმწიფო კონტროლს, გაეცათ სასწრაფო განკარგულება კონტროლის სიღნაღის განყოფილებაში, რათა დაკმაყოფილებულიყო მისი მოთხოვნა გასამრჯელოს მიღების თაობაზე.

წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო კონტროლისა მისი უწყების დებულება | 1918-1921
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი