გრიგოლ (გიგო) იასონის ძე ნათაძე

ისტორიკოსი, პედაგოგი, უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგე, პოლიტიკოსი, დამფუძნებელი კრების წევრი (სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტია), ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1917 წლის 19 თებერვლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების ახალ წევრებად აირჩიეს: პარმენ მიხეილის ძე კახიანი, გიორგი პაატას ძე მაჭავარიანი, ნინო პლატონის ასული გველესიანი, გრიგოლ იასონის ძე ნათაძე, ნაკაშვილი, ალექსანდრე ზაქარიას ძე ნაცვლიშვილი, მალაქია გიორგის ძე ტოროშელიძე, მელიტონ ივანეს ძე რუსია და ნიკოლოზ ბარნაბის ძე ნიჟარაძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრთა სიები | 1917-1917
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი